სომხური არმიის დღის აღნიშვნა თბილისში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ სამველ რამაზიანის, ინიციატივით, დაიწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში დასვენებული სომეხი გენერლების საფლავებთან მისვლით.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 22 იანვარს, თბილისში, კათოლიკურ ეკლესიაში გაიმართა საერთო ეკუმენური ლოცვა. ქრისტიანთა ერთიანობისათვის ლოცვა მრავალი წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღევლინება ქრისტიანული რელიგიის ოთხი სხვადასხვა მიმართულების მორწმუნეთა მიერ. ესენია: სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესია, საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია და საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. ოთხ წელიწადში ერთხელ აღნიშნული ლოცვა აღევლინება ზემოაღნიშნულ ეკლესიათაგან ერთის თავმჯდომარეობით.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 21 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საყვარელ წმინდანთაგან - სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის მარტიროსის და 14 ჯარისკაცის დღესასწაული. ღონისძიება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, ორგანიზებული იყო თსუ ახალგაზრდული ცენტრის ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ქვეკლუბის მიერ, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკაულტეტებისა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ეთნიკურად სომეხი სტუდენტების აქტიური მონაწილეობით.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 22 იანვარს, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში, გაიმართა "ქართლის დედოფალი შუშანიკი“ წიგნ-ალბომის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ხელოვანები, ესთეტიკური აღზრდის სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და სტუმრები.
|
დაწვრილებით...
|
|
|