16-18 თებერვალს, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის თავმჯდომარეობით გაიმართა უმაღლესი სასულიერო საბჭოს კრება, გაფართოებული შემადგენლობით. კრება დაიწყო საუფლო ლოცვით, შემდეგ სრულიად სომეხთა კათოლიკოსი მიესალმა და თავისი ლოცვა-კურთხევა გადასცა უმაღლესი საბჭოს წევრებს, კეთილი მუშაობა უსურვა კრებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე გამოთქვა სიხარული, კრებაზე მოწვეული სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის თავმჯდომარე პერჭ სედრაკიანის მონაწილეობის თაობაზე, კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი, როგორც მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ქველმოქმედი და სსსკ-ის თავმჯდომარე მუდმივად მხარში უდგას მთავარ საკათედრო ტაძარს.
|