მირქმის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა დიდი პომპეზობით, დღესასწაულის საზეიმოდ აღსანიშნავად მოემზადნენ ეპარქიის სომხებით დასახლებულ თითქმის ყველა რეგიონში და დედაქალაქში. ზეიმი ხალხური დიდი ენთუზიაზმით აღინიშნა ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიტის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“, ქვემო ქართლის რეგიონის შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიებში, სოფელ წითელის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში, ასევე კულტურის ცენტრებში.
|