ამ დღეებში მაღალ დონეზე განხორციელდა პროექტი „ჰაღარწინის კვირა“, რომლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებაში ნამდვილად დიდი წვლილი ჰქონდათ სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის რეგიონისა და მიმდებარე სოფლების ახალგაზრდულ კავშირებს. ვინაიდან დიდ როლს ანიჭებს ეპარქიის ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობას, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ტავუშის ეპარქიის საეპისკოპოსოს ინიციატივითა და მხარდაჭერით მოეწყო ახალგაზრდების მომლოცველობა თბილისში.
2016 წლის 26 აგვისტოს, თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში შეიკრიბნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო პირები, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის ხელმძღვანელები, სათემო ორგანიზაციებისა და თბილისის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები.
2016 წლის 14 აგვისტოს, სომხურმა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ დიდი პომპეზობით აღნიშნა ღვთისმშობლის მიძინების დღე - სომეხთა ეკლესიის ხუთ უდიდეს დღესასწაულთაგან მეოთხე. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უძველესი დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) აქტიური მონაწილეობა მიიღო სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ახალგაზრდებისათვის სამშობლოს გაცნობის 2016 წლის პროგრამაში „არი ტუნ“. 19 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით საქართველოს სომეხთა ეპარქიის 85 აქტიური ახალგაზრდა (თბილისიდან 60, მარნეულის, ბოლნისის რაიონებიდან და ბათუმიდან - 25) ჩაერთო პროგრამის სამ ეტაპში.
2016 წლის 29 ივლისს, ბორჯომში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოების 2016 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო კრება.