2016 წლის 20-23 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ინიციატივითა და სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო საქართველოს სომეხი ახალგაზრდების მომლოცველობა სომხეთისა და არცახის წმინდა ადგილებისკენ. საქართველოს სხვადასხვა რაიონის ოცმა სომეხმა ახალგაზრდამ, ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, ხელმძღვანელობით და დიაკვან გევორგ ანტონიანის თანხლებით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში ლოცვა აღავლინა და გაემგზავრა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, არცახის ისტორიული და სასულიერო ადგილების გაცნობის, ასევე მეგობრული კავშირების დამყარებისა და ერთობლივი პროექტების შემუშავების მიზნით.
|