| საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში შესრულდა ფეხთბანის და პარასკევის ცისკრის რიტუალი |   |   |   | 
| სიახლეები | 
| 
 2015 წლის 2 აპრილს,  დიდ ხუთშაბათს, დილით საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია.   საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიაში ჩატარდა ფეხთბანის რიტუალი. ქრისტემ ბოლო ვახშმის შემდეგ გამოიჩინა  ჭეშმარიტი   თავმდაბლობა  და   ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს. „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა,  უფლის მაგალითით,   ეკლესიის საკურთხეველზე მუხლმოდრეკილი ფეხები დაბანა 12 ბავშვს და ზეთი სცხო მათ. | 










 
 
